უცხოეთი
ზახაროვამ CNN-ის წამყვანს „ალეპოს ტანჯვის სიმბოლოსგან“ ინტერვიუს აღება შესთავაზა

   საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ CNN-ის წამყვან კრისტიან ამანპურს სირიაში ჩასვლა შესთავაზა, რათა მან გულწრფელი ინტერვიუ ჩაწეროს ალეპოს მკვიდრ სირიელ ბიჭუნა ომრან დაკნიშთან, რომლის ფოტოც 2016 წელს ქალაქში ტრაგიკული ვითარების სიმბოლოდ იქცა.

ისტორიამ ფართო რეზონანსი გამოიწვია მას შემდეგ, რაც რიგ მედიაში გამოქვეყნდა „ალეპოს სამედიცინო ცენტრის“ ვიდეო ბავშის გადარჩენის შესახებ, რომლის სახლიც ბოევიკების მიერ ბლოკირებულ ქალაქის აღმოსავლეთ რაიონში დაინგრა. შოკში მყოფი პატარა ომრანის კადრები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. გაეროს ბავშვთა ფონდის დირექტორმა ენტონი ლეიკმა ამ ისტორიასთან დაკავშირებით მოუწოდა „წერტილი დაუსვან კოშმარს“, რომელშიც 100 ათასზე მეტი ბავშვი ცხოვრობს სირიის ქალაქ ალეპოში.

მოგვიანებით ავიაიერიშისგან დაზარალებული ომრან დაკნიშის მამამ ტელეარხ RT Ruptly-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოევიკებმა მეტისმეტად გააზვიადეს მისი შვილის დაჭრის ამბავი და ბიჭის ფოტოებიც ანგარებიანი მიზნებისთვის გამოიყენეს.