უცხოეთი
საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქება მოხდა. კიევის პოლიციის ინფორმაციით, ბომბი აშშ-ს საელჩოს შენობასთან, ადგილობრივი დროით, 00:05 საათზე ამოქმედდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კიევის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ბომბი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დამონტაჟებული.
სამართალდამცველებმა მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭეს.