საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება “პირველ რადიოსთან“ “თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ გააკეთა.
“კობახიძის გადაყენებაზე გადაწყვეტილება მიღებულია, ეს ბრძანება გაცემულია ივანიშვილისგან დიდი ხანია - სპიკერს მდინარაძე ჩაანაცვლებს. განიხილება მისი გერმანიაში ელჩად გაშვების ან საპატიო პენსიაზე გაშვების საკითხი, როგორ და რა ფორმით – გადაწყდება. შეიძლება, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი გახდეს სწორედ მისი თანამდებობის დატოვების ფორმალური მიზეზი“, - ამბობს კუკავა.
რაც შეეხება მღებრიშვილს, კახა კუკავას თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ მას ლევან იზორია შეცვლის, რომელიც, თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილის კადრია.
„ერთის მხრივ, განიხილება, რომ მღებრიშვილს იზორია შეცვლის, რომელსაც ღარიბაშვილის ბანდა ლობირებს. მანდ სისტემა ისე იმართება, რომ ივანიშვილს ჰყავს საკუთარი კადრები და კიდევ სხვა კლანების კადრები არსებობს. მღებრიშვილი არცერთ ბანდას არ განეკუთნება, მას არ აქვს ნდობა და შერჩა ამ პოზიციაზე იმიტომ, რომ შემცვლელზე ვერ შეთანხმდნენ. ასევე ფადიშაჰის კარზეა გადაწყვეტილი პრემიერის საკითხი, კვირიკაშვილი, ფაქტობრივად, გადაყენებულია“, - განუცხადა კუკავამ “პირველ რადიოს“.