პოლიტიკა
ნოღაიდელის ახალ პარტიას „სამართლიანი საქართველო“ ერქმევა

noghaaროგორც საქინფორმს ნოღაიდელის პრესსამსახურიდან აცნობეს, ექსპრემიერმა და მისმა გუნდმა ახალი პარტიის შექმნაზე მუშაობა უკვე დაასრულეს და შესაბამის განაცხადს იუსტიციის სამინისტროში უახლოეს დღეებში შეიტანენ, პარტიის პრეზენტაციას კი ზურაბ ნოღაიდელი დღეს, 13:00 საათზე გამართავს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს იქნება ფაქტობრივად, „ახალი–ძველი“ მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იქნება ახალი, თუმცა ისევ ძველი იდეოლოგიის მატარებელი იქნება, იმავე შემადგენლობის მქონე და ურთიერთობები ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ პოლიტიკურ წრეებთან ძველებურად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ახალი პარტიის ჩამოყალიბების საკითხი ექსპრემიერის გუნდში მას შემდეგ დადგა, რაც პარტიის გამგეობის წევრთა გარკვეულმა ნაწილმა ის თანამდებობიდან გადააყენა.

ნოღაიდელს თანაპარტიელები გასულ წელს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათი განმარტებით, პარტიის ყოფილმა ლიდერმა წინასაარჩევნოდ ჩატარებული „კარდაკარის“ პროგრამის მონაწილეებს კუთვნილი ხელფასები არ გადაუხადა. წლის ბოლოს, სერგო ჯავახიძის ფრთამ იუსტიციის სამინისტროს მოძრაობის ახალი გამგეობის დარეგისტრირების თხოვნითაც მიმართა, რომელიც უწყებამ რამდენიმე დღის წინათ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ნოღაიდელი მოძრაობის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს. მისი ადგილი თავად სერგო ჯავახიძემ დაიკავა.