სამართალი
დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

   საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის წარდგენილ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც  პოლიციელების მხრიდან .-ს მიმართ  განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს შეეხებოდა,  ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან დ.გ-ს დაკავებისას უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო დ.გ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე ბრალდებულმა დ.გ-მ განაცხადა, რომ შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილების თანამშრომლებმა  2017 წლის 5 ივნისს დაკავებისას ქ.თბილისში, გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.