უცხოეთი
ორი თავდასხმის შედეგად თეირანში 12 კაცი დაიღუპა

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. თეირანში მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომაიღო.

ქალის ტანსაცმელში ჩაცმული შეიარაღებული პირები ჯერ მეჯლისის შენობაში შეიჭრნენ. მეორე ჯგუფმა კი ცეცხლი აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში გახსნა.

თავი აიფეთქეს თვითმკვლელებმაც, მათ შორის მეტროსადგურთანაც. თავდასხმების შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა.

ირანის სპეცსამსახურის განცხადებით, ყველა ტერორისტი ლიკვიდირებულია. კიდევ ერთი თავდასხმა კი აღკვეთეს. მავზოლეუმთან ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელთაგან ერთი ქალია.