საზოგადოება
"ვერც წარმოვიდგენდი, რომ დამოუკიდებლობას მიღწეულ საქართველოში ოდესმე მოვიდოდა მთავრობა, რომელიც ქართული მიწის გაყიდვას მოინდომებდა!" - სანდრო ბრეგაძე

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე თავის ფეისბუქ-გვერდზე შემდეგ ჩანაწერს აკეთებს:

"როცა 1989 წლის 9 აპრილს 18 წლის ბავშვი როდიონოვის ჯალათების პირისპირ ვიდექი და ხმის ჩახლეჩამდე ვყვიროდი - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!! ვერც წარმოვიდგენდი, რომ დამოუკიდებლობას მიღწეულ საქართველოში ოდესმე მოვიდოდა მთავრობა, რომელიც ქართული მიწის გაყიდვას მოინდომებდა, ვერც იმას ვიფიქრებდი რომ ხალხზე ხვეწნა-მუდარა დაგვჭირდებოდა - გამოდით, ქართულ მიწას ყიდიან-თქო, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ქართული მიწის გაყიდვის ასაკრძალად 200-300 კაცი გამოვიდოდა და კიდევ ბევრ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. არადა მაშინ, 1989 წლის 9 აპრილს სწორედ ქართული მიწის შენარჩუნებისთვის, თავისუფლებისთვის, თავისი ქვეყნის პატრონი რომ ქართველი ყოფილიყო, ამისთვის შესწირა თავი 16-17 წლის გოგო-ბიჭებმა, მამულის დასაცავად საკუთარი სიცოცხლე დადეს, ხოლო ამ „თათქარიძეებს” ქუჩაში გამოსვლა ეზარებათ მამულის დასაცავად. მამულს გიყიდიან, მამუუულს, რითი ვერ გამოფხიზლდით, რამ დაგამონათ", - წერს სანდრო ბრეგაძე, რომელიც "ქართული მიწის დაცვის ჯგუფს” სათავეში ჩაუდგა.