საზოგადოება
თბილისის მერის არჩევნებში სააკაშვილმა ჩემი კანდიდატურის წამოყენება შემომთავაზა – „რუსთავი 2“–ის გენდირექტორის მოადგილე კიევიდან ჩამოფრინდა

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი.

ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, რომ კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას მე, ალბათ, უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ. ნაციონალური მოძრაობისგან იყო შემოთავაზება.

მე უკრაინაში მქონდა შეხვედრები პარტიის ლიდერებთან და მათ შორის მიხეილ სააკაშვილთანაც, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე იყო საუბარი.

გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს. გადაწყვეტილება არც იმაზე არ მიმიღია, ვიქნები თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი თუ ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი. როგორც გეუბნებით, ჩემს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.