რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე: „განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ აფხაზეთისა და ცხინვალისთვის!“

ilia-II-katalikosiსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მრევლს საქართველოს გამთლიანებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

როგორც 2011 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ აფხაზეთისა და ცხინვალისთვის:

"ღმერთმა ჩვენც გვაპატიოს და მათაც, რაც ერთმანეთს გავუკეთეთ... შევთხოვ უფალსმალე შედგეს ჩემი ჩასვლა აფხაზეთში. ილოცეთ ამისთვის! აფხაზები ძმები არიან ჩვენი, ისევე, როგორც ჩვენ ვართ მათი ძმები. ილოცეთ არამარტო აფხაზებისთვის, არამედ ბერძნებისთვის, რუსებისთვის, სომხებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის და ეს მადლი ჩვენვე დაგვიბრუნდება!" - ბრძანა უწმინდესმა.

 

საკვირაო ქადაგების დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდლები დეკანოზის ხარისხში აიყვანა და გამშვენებული ოქროს ჯვრების ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად დალოცა რამდენიმე გვარი – მწითურები, ნიჟარაძეები და ფალიაშვილები.