სამართალი
გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა.

მთავარი პროკურორის მოადგილის დანიშვნის ბრძანებას ხელი გუშინ მოეწერა.

გიორგი ბადაშვილი 2015-დან 2017 წლამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა, მან თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

2014 წლის 21 იანვრიდან 2015 წლის 2 დეკემბრამდე კი გიორგი ბადაშვილს ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა.