პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს მდივანს უნდა ჰქონდეს თუ არა ხედვა უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით, ამაზე კომენტარი ზედმეტია - დავით რაქვიაშვილი

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი პასუხობს.

პრეზიდენტი არის ქვეყნის მთავარსარდალი, უშიშროების საბჭო არის ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე მუშაობს. შესაბამისად, უშიშროების საბჭოს ლეგიტიმურობა, დღევანდელი არსებული კონსტიტუციით ამ საკითხებზე უნდა მსჯელობდეს თუ არა, უშიშროების საბჭოს მდივანს უნდა ჰქონდეს თუ არა ხედვა უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით, მე მგონი, ამაზე კომენტარი ზედმეტია, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.