აქტუალური
ლალი მოროშკინა: თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს მთელი ესკადრილია ულუკმაპუროდ დარჩა!

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. ლალი მოროშკინამ  საავტორო გადაცემაში „ფაბრიკა" კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი პილოტის სოსო ოსურაულის შესახებ ილაპარაკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა უცხოელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში ცხოვრობსმაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ქართველი გმირის ბედი.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ფირი, სადაც სოსო მიმართავს დედას, მიმართავს საქართველოს, რომ ის განწირულია, ის აჯანყებულ კონგოშია და ალბათ, არ უწერია უკან დაბრუნება, რადგან საქართველო არ გადაიხდის იმ ფასს, რასაცქვია ქართველი ვაჟკაცის გამოსყიდვის ფასი. ჩვენ გვინდა, მივმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გაასაჯაროოს ეს ფირი და ჩვენ, ქართველებმა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქართველი ვაჟკაცი სამშობლოს დაუბრუნდეს.

საქმე იმაშია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის დროს პრაქტიკულად მთელი ესკადრილია, ახალგაზრდა ადამიანები ულუკმაპუროდ დარჩნენ და ვინაიდან მათ ოჯახები ჰყავდათ სარჩენი, ისინი აფრიკელ მეომრებთან აღმოჩნდნენ და ხშირად აფრიკელი ტერორისტების მსხვერპლი ხდებიან. სწორედ ასეთი მსხვერპლია სოსო ოსურაული, რომელიც დღეს ცოცხალია და ჩვენ ამის გადამოწმებული ინფორმაცია გვაქვს", -განაცხადა მოროშკინამ.