უცხოეთი
მსოფლიო ბანკი: უახლოესი ორი წლის განმავლობაში საქართველო ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებს შორის მშპ–ს ზრდით ლიდერი იქნება

   საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკის ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 3.5%-ს შეადგენს, იანვარში კი 5.2%-ს პროგნოზირებდა.

მსოფლიო ბანკი ეკონომიკის 4%-იან ზრდას 2018 წელს ელოდება, 2019 წელს კი საქართველოს პროგნოზი 4.5%-ია.

მსოფლიო ბანკის ივნისის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკი წელს გლობალური ეკონომიკის მხოლოდ 2.7%-იან ზრდას ვარაუდობს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, აზერბაიჯანის ეკონომიკა წელს 1,4%-ით გაიზრდება, სომხეთის - 2,7%-ით, რუსეთის 1,3%-ით, ხოლო თურქეთის - 3,5%-ით.