პოლიტიკა
„ქართული მიწის დამცველები" სატელევიზიო ეთერს ითხოვენ

   საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 6 ივნისს “ქართული მიწის დაცვის ჯგუფმა” საეთერო დროის მოთხოვნით საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, 1-საათიანი საეთერო დრო მათ სჭირდებათ იმისათვის, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია კონსტიტუციაში ჩასაწერ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებას უკავშირდება.

„ქართული მიწის დაცვის ჯგუფი” მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე არ უნდა სხვისდებოდეს. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მათ ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და მიიღეს საეთერო დროის შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე. თუმცა, ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ მაუწყებლის პირველი არხის დროით ისარგებლებენ.