აქტუალური
პატრიარქის დაცვის უფროსი ვანო კობაიძე იქნება - ანზორ ჩუბინიძე

   საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ დაადასტურა.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყდა და პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობაზე ვანო კობაიძის კანდიდატურა ჯერ კიდევ სოსო ოხანაშვილის შემცვლელად სახელდებოდა, თუმცა მაშინ ამ თანამდებობაზე ზურაბ ბუჩუკური დაინიშნა.

პატრიარქის დაცვის უფროსი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან 30 მაისს გადააყენეს. როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განაცხადეს, ცვლილება ჩვეულებრივ, გეგმური როტაციის წესით მოხდა. ბუჩუკური კვლავ აგრძელებს მუშაობას უწყებაში.