საზოგადოება
"ადა მარშანია ციხეში უნდა იჯდეს" - ჩხუბი პარლამენტში (ვიდეო)

   საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა (ვიდეო იხ. აქ). სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარებაზე, ქართული ენის უფლებრივ მდგომარეობაზე მსჯელობდნენ. დეპუტატმა ადა მარშანიამ სხდომის დახურვა მოითხოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ადა მარშანიას მიმართა, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს.