სამართალი
საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დ.პ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 56 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 1,8876 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.