საზოგადოება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოს დროული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს

   საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვაშინგტონი ფაქტს გატაცებად აფასებს და საქართველოს სრულფასოვანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები შეწუხებულია აფგან მუხტარლის თბილისში გატაცებით და მისი შემდგომი აზერბაიჯანში დაპატიმრებით. შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას რომ პროცესი იყოს სრულფასოვანი, გამჭვირვალე და დროული.

სახელმწიფო დეპარტემანეტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანში სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილის, გიზალ ბაურამლის დაპატიმრების გამოც და მოუწოდებს ოფიციალურ ბაქოს შეასრულოს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები და გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც თავისუფალი აზრის გამოხატვის გამოა დაკავებული.