საზოგადოება
საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება ერთ პოლიტიკოსზე, გიორგი მარგველაშვილზე ანგარიშსწორება იყო - გიორგი აბაშიშვილი

   საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „პრეზიდენტის ჩართულობით განხორციელდა დესტრუქციული ქმედებები საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ“.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან 6 თვეში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის და საქმიანობის სულისკვეთება იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე - პრეზიდენტ მარგველაშვილზე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებას სურს, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს, ამიტომ ისინი ამ საკითხით „ვაჭრობას“ არ აპირებენ.

გიორგი აბაშიშვილი მიესალმა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნამდე სესიაზე პირველი მოსმენით არ გავა.