სამართალი
ენმ შს მინისტრის, ვიცე–პრემიერისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს

   საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერს მიმართავს, დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ვიცე–პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა და სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.

ოპოზიცია მოითხოვს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე პასუხისმგებლობა გიორგი კვირიკაშვილმა აიღოს.

"მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, რომ გადააყენოს დაკავებული თანამდებობებიდან შს მინისტრი მღებრიშვილი, სუს-ის ხელმძღვანელი გომელაური და ვიცე-პრემიერი ჯეჯელავა, ვინც მთელი ამ პროცესის განმავლობაში უტიფარი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს ქართული საზოგადოების თვალის ასახვევად და მოსატყუებლად. თუ დასახელებული პასუხისმგებელი პირები არ გადადგებიან ან მათ პრემიერი არ გადააყენებს, მაშინ ჩვენ მივაღწევთ მთელი მთავრობის გადაყენებას“, - განაცხადა ნიკა რურუამ.