აქტუალური
გიორგი ბადაშვილი, შესაძლოა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახდეს

   საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, შესაძლოა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახდეს. 

უკვე დაანონსებულია, რომ გიორგი ბადაშვილი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ  განცხადებას გააკეთებს.

გიორგი ბადაშვილი 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრამდე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე  მუშაობდა.