აქტუალური
პარლამენტმა კონსტიტუციის ცვლილებების განხილვა დაიწყო

   საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე კონსტიტუციის ახალ პროექტზე ილაპარაკა.

„ჩვენ გვინდოდა, რომ მორიგ სესიებზე ჩაგვეტარებინა კანონპროექტის განხილვა. 12 ივნისის და 26 ივნისის კვირაში, თუმცა ვენეციის კომისიის სხდომა დაინიშნა 16 ივნისს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე, 12 ივნისის კვირაში აღარ გაიმართება პირველი მოსმენა და დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, როდესაც გაიმართება უკვე პირველი მოსმენით განხილვა საკონსტიტუციო კანონპროექტის. ამის  შემდეგ გადავალთ ისევ საკომიტეტო განხილვაზე და საკომიტეტო განხილვის დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვა და მივიღებთ მეორე მოსმენით უკვე ამ სესიის ბოლოს ამ კანონპროექტს. ანუ, როგორც ეს იყო დაგეგმილი წინასწარ, ორი მოსმენით კანონპროექტი იქნება განხილული და მოსმენილი ივნისის ბოლომდე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.