პოლიტიკა
უმრავლესობის შიგნით პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით სერიოზული წინააღმდეგობაა - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის ფორმატში საკითხის განხილვას  სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა.

ჩვენ გვქონდა უმრავლესობის ფორმატში განხილვა, იყო სერიოზული წინააღმდეგობა უმრავლესობის შიგნით პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არის კონსენსუსის მიღწევის რესურსი და ამაზე აუცილებელია მუშაობა.

ჩვენ გვახსოვს, გასული 25 წლის განმავლობაში ორჯერ მიიღო სხვადასხვა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის საფუძველზე ჯერ ჩამოაყალიბა ნახევრად ავტორიტარული რეჟიმი, შემდეგ უკვე ავტორიტარული რეჟიმი. ჩვენ გვინდა, ასეთი რამ გამოვრიცხოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი სუბიექტური პოზიცია, როგორც ერთი პარლამენტარის, რომ აუცილებელია გადასვლა პროპორციულ სისტემაზე“, - განაცხადა კობახიძემ.