საზოგადოება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგოეფექტური სისტემების ლაბორატორია გაიხსნა

gepeiსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლახან აღდგენილი ელექტრომექანიკური ლაბორატორია გაიხსნა. გახსნის ცერემონიას, ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის - “ნათელი – თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” - წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების ენერგოაუდიტი. ახალ მოწყობილობასთან ერთად ტექნიკურმა უნივერსიტეტმა “ნათელის” პროექტისგან მიიღო სახელმღვანელო, რომლის საშუალებით, უნივერსიტეტი მომავალში თავად შეძლებს ენერგოაუდიტის ჩატარებას.