პოლიტიკა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი გამოეხმაურა

   საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს.

"საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების, მათ შორის, ადამიანის უფლებების დამცველების გატაცება და თვითნებურად, უკანონოდ დაკავება, როგორც ეს იყო გაცხადებული და რასაც მოჰყვა მათი აზერბაიჯანში დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. მივესალმებით ამგვარი გამოძიების დაწყებას საქართველოში, რის შესახებაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. ველით, რომ დაცული იქნება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა უფლებები, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს“, - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის პრესმდივნის განცხადებაში.