უცხოეთი
„მე არ მივეკუთვნები ევროპელი ლიდერების რიცხვს!“ – პუტინი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე– 2017

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი–2017–ის პლენარული სხდომა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ხუმარა ბრძანებით – „თავისუფლად!“, დაიწყო, რომელიც თარჯიმნებმა გადათარგმნეს როგორც „Welcome” ანუ „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.

მე არ მივეკუთვნები ევროპელი ლიდერების რიცხვს, ყოველ შემთხვევაში მათ ასე მიაჩნიათ“, – განაცხადა პუტინმა დასაწყისში.

აშშ–ში რუსეთის ელჩის კავშირის შესახებ ტრამპის გუნდთან

ეს ნამდვილი ისტერიაა, რომლის შეწყვეტაც არაფრით არ შეგიძლიათ! რაიმე აბები ხომ არ მოგცეთ! გაქვთ აბი ვინმეს? მიეცით! მართლა და მართლა!

ჩემი პასუხია – არა! არავითარი შეთანხმება არ ყოფილა, მოლაპარაკებები არც დაწყებულა... ელჩი ვიღაცას შეხვდაო! აბა რა უნდა აკეთოს ელჩმა?! ეს მისი სამუშაოა, ამაში ფულს უხდიან! ის შეხვედრებს უნდა მართავდეს, მსჯელობდეს მიმდინარე საკითხებზე, უთანხმდებოდეს. აბა რა აკეთოს? სხვადასხვა დაწესებულებაში იაროს, რის გამოც შემდეგ სამსახურიდან დაითხოვენ? ყველა გაგიჟდით თუ რა ხდება?! ეს ხომ დიპლომატიური სამსახურია!“.