სამართალი
რუსეთმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეახსენა, რომ აფხაზეთის ქმედებებზე პასუხს არ აგებს

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების სარჩელთან დაკავშირებით რუსეთმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეახსენა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალური ორგანოების ქმედებებზე პასუხს არ აგებს, - იუწყება რუსეთის იუსტიციის სამინისტრო.

სამინისტროს მონაცემებით, ოთხშაბათს ევროსასამართლოში რფ-ის რწმუნებულმა სასამართლოს მიაწოდა რუსეთის ხელისუფლების დამატებითი შენიშვნები აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მომზადებისათვის მსჯავრდებული, შემდგომში კი ნაციონალური ხელისუფლების მიერ შეწყალებული საქართველოს მოქალაქეების მამასახლისის და ნანავას, ასევე მეხუზლას, სანაიას, დვალის და გოგიას საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ საჩივრების მისაღებობისა და არსებითობის შესახებ.

საჩივრები ეხება ადამიანის უფლებათა კონვენციის რიგი დებულებების ვითომდა არსებულ დარღვევებს, რომლებიც წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებას და საკუთრების დაცვის უფლებას ეხება.