სამართალი
“საქართველომ დოკუმენტების ნაცვლად მაკულატურა გამოგზავნა!” - აფხაზეთმა საქართველო გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში თანამშრომლობის სურვილის არქონაში დაადანაშაულა

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. “გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებით დაუსწრებლად მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ საქმე შეწყვეტილია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა მხარემ აუცილებელი საგამოძიებო მასალები არ წარმოადგინა”, - განაცხადა აფხაზეთის სამხედრო პროკურორმა ადგურ აგრბამ.

აგრბას განმარტებით, აფხაზურმა მხარემ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით არაერთხელ მიმართა ქართულ საგამოძიებო ორგანოებს თხოვნით, წარმოედგინათ მასალები შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, ამოღებული მასრების ექსპერტიზის, სხეულის დათვალიერების მონაცემები, აგრეთვე, ვიდეოჩანაწერები. სამხედრო პროკურორის თქმით, დოკუმენტები მათთვის არ მიუწოდებიათ. ამასთან აგრბამ აღნიშნა, რომ ამ მასალების და მტკიცებულებათა ბაზის გარეშე საქმის სასამართლოში გადაგზავნა შეუძლებელია.

სამხედრო პროკურორმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა მასალა გამოგზავნეს ქართულ ენაზე, ბეჭდის, ხელმოწერის, გამომძიებლის მონაცემების გარეშე. აგრბამ ამ დოკუმენტებს “მაკულატურა” უწოდა. მისი თქმით, ანალოგიურად იყო გაფორმებული, ანუ ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მასალებიც.


წყარო:  https://www.kavkaz-uzel.eu/articles/303649/