სამართალი
პრემიერი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ბრალდებებს პასუხობს

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება. განცხადება კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მიუღებელია სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ.

სამართალდამცავებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები - თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.