პოლიტიკა
14 მუნიციპალიტეტს ვამცირებთ 7-მდე - გიორგი კვირიკაშვილი

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიკური, ცოცხალი ორგანიზმი და მას სჭირდება, რა თქმა უნდა, კორექტირებები, ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს უშლის ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას საქართველოში. ეს გახლავთ 14 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და დღევანდელი ცვლილებით, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამც და არამც არ ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება, როდესაც ჩვენ ქალაქისა და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ. ავტომატურად დაჯამდება ბიუჯეტი, რომელიც არსებობდა ამ ქალაქსა თუ რაიონში და არავითარ შემთხვევაში მას არცერთი თეთრი არ მოაკლდება", - განაცხადა პრემიერმა.