პოლიტიკა
მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა - გიორგი მარგველაშვილი ფარცხალაძის სკანდალზე

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა “ელ ცენტროში” მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. პრეზიდენტი ფარცხალაძის სკანდალთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებებისგან პასუხს ითხოვს. ჩვენ დღეს ვხედავთ, სამწუხაროდ, ერთი და იგივე ტენდენციას. მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა, გადაპიარება თუ რა შეიძლება ამას დაერქვას... დღეს, როდესაც გავიდა რამდენიმე კვირა და არანაირი პასუხი არ არსებობს კომიკური პიარ ომის გარდა, მე ვკითხულობ, როდემდე უნდა ველოდოთ პასუხებს ამ თემებზე?, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ძალიან მოთმინებით ველი რაიმე ადეკვატურ შეფასებებს და არა პოლიტიკოსების განცხადებებს გულზე მჯიღის ცემით. მდაბიო პიარ ომი, რომლის მაყურებელიც საზოგადოება გახდა, ეს ვიდეოებით ომი, იმ იმედით, რომ ვიღაც საზოგადოებაში ამიტომ იტყვის, რომ მოდით რა, თვალი დავხუჭოთ. რომ ქართველ საზოგადოებას არ ესმის, რომ ინსტიტუტი არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი და შევა ამ ჭორაობაში“, - აცხადებს მარგველაშვილი.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.