აქტუალური
მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაში სიცხადე იყოს - უილიამ ლაჰიუ

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის რისკებზე და ამ რისკებთან საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისობაზე იმსჯელეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დისკუსიაში თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელიც მონაწილეობდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს თქმით, ძველ კონსტიტუციაში არსებული შეუსაბამობა ხელს უშლიდა უსაფრთხოების ინსტიტუტებს თავდაცვისთვის სათანადოდ მომზადებაში.

„კონსტიტუცია გაუწევს მკაფიო ხელმძღვანელობას, თუ როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ თავი და როგორ მოემზადოს თავდაცვისთვის. ამის მოდელი ნატოს არ აქვს. ყველა ქვეყანამ თვითონ უნდა შექმნას საკუთარი ისტორიის, კულტურისა და საზოგადოების კომპრომისის საფუძველზე. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მმართველობის რომელიმე ტიპს - იქნება ეს საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო. მნიშვნელოვანია ის, რომ კონსტიტუციაში სიცხადე იყოს”, - აღნიშნა ლაჰიუმ.