საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 15 ივნისამდე გაიმართება და მასზე შესაძლოა ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას უფლებამოსილების საკითხი განიხილონ

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოს მიერ 1 ივნისს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, საპატრიარქოს იურისტი გადადგომას არ ადასტურებს.

საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით მე შემიძლია ცალსახად და გარკვევით გითხრათ, რომ საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, ჩემს მოვალეობას ჩვეულებრივ ვაგრძელებ“, - აცხადებს ქარჩავა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სინოდის მომდევნო სხდომაზე, შესაძლოა, მეუფე პეტრე ცაავას უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელონ. სავარაუდოდ, სინოდის რიგგარეშე სხდომა 15 ივნისამდე პერიოდში გაიმართება და მას პატრიარქი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, ედიშერ ქარჩავა მათთან შეუთანხმებლად საუბრობდა.