სამართალი
საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო კობაიძე დაინიშნოს

   საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ ზურაბ ბუჩუკური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო კობაიძემ ჩაანაცვლოს. კობაიძე ამჟამად ილია მეორის დაცვის წევრია - ის საპატრიარქოში სოსო ოხანაშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ მივიდა.

პარალელურად, ედიშერ ქარჩავა ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურაში ისევ მისვლას და საგამოძიებო უწყებისთვის მეუფე პეტრე ცაავას მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.

”მეუფე პეტრეს მოქმედება დღესაც ყოველდღიურად გრძელდება მისი უწმინდესის წინააღმდეგ, რაც გამოიხატება ძალიან ბინძური და მიუღებელი ხერხებითა და მეთოდებით კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მძიმე ბრალდებებში და შეურაცხყოფაში მისი საპატრიარქო ტახტიდან ჩამოცილების მიზნით", - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.