პოლიტიკა
აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა - ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი

   საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი ნილს მუჟნიეკსი.

"აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში ძალით გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, მუხთარლი ამტკიცებს, რომ ფული ჯიბეში გამტაცებლებმა ჩაუდეს და ცუდად ეპყრობოდნენ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან მაქსიმალურ ყურადღებას და გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს. უნდა ჩატარდეს ეფექტიანი, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება. ამავდროულად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მუხთარლი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს", - ნათქვამია ევროპის საბჭოს კომისრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.