აქტუალური
შესყიდვების მართვის მიმართულებით ხარვეზების მოცულობამ 32 მილიონ 8 ათასი ლარი შეადგინა - აუდიტის დასკვნა

   საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს ასაჯაროებს. მაკონტროლებელმა უწყებამ სხვადასხვა სამინისტრო და მათ მიერ განხორციელებული პროექტები შეისწავლა. დადგინდა სხვადასხვა სახის ხარვეზი ფინანსურ ნაწილში, რამაც რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.

სულ სამსახურმა ჩაატარა 71 აუდიტი, რამაც ჯამში მოიცვა 10.3 მილიარდი ლარის ხარჯიჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის, შესყიდვების მართვის მიმართულებით არსებული ხარვეზების მოცულობამ - 32 მილიონ 8 ათასი ლარი, საბიუჯეტო რესურსების მართვის მიმართულებით - 33 მილიონ 4 ათასი ლარი, აქტივების მართვის მიმართულებით - 5 მილიონი ლარი“, - განაცხადა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დედაქალაქის მერიის შემოწმებასაც ახორციელებს, რაც საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მიწების გადაცემის სკანდალს უკავშირდება.

თუმცა, აღნიშნული საკითხი ანგარიშში ვერ მოხვდა. როგორც  ნინო ლომჯარიამ განმარტა, ამის მიზეზი არის ის, რომ ამ კონკრეტული ფაქტის შესწავლა მიმდინარე წელს განხორციელდა, გასაჯაროებული ანგარიში კი შეეხება სახელმწიფო აუდიტის საქმიანობას გასულ წლებში.