უცხოეთი
აზერბაიჯანის პროკურატურა: აფგან მუხთარლიმ საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა

   საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აფგან მუხთარლი მას შემდეგ დააკავეს, რაც საზღვარი საქართველოდან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე,  სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთა. ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

აფგან მუხთარლი საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა 29 მაისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადმოკვეთა საზღვარი საქართველოდან, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით. დაკავების დროს ის არ დაემორჩილა მესაზღვრეების მოწოდებას და გაქცევა სცადა. დაკავების მომენტში, მას საბანკო ბარათი, 10 000 ევრო და სხვა ნივთები აღმოაჩნდა, ამ ეტაპზე, გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა ელდარ სულთანოვმა.