უცხოეთი
რუსეთი იბრძვის თავისი კანონიერი ეროვნული ინტერესებისთვის, სხვები კი მის შეკავებას ცდილობენ – პუტინმა საყოველთაო რუსოფობიის მიზეზი განმარტა

   საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა და მათ კითხვებს უპასუხა. უცხოელ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი თავისი კანონიერი ნაციონალური ინტერესებისთვის იბრძვის, სხვები კი მის შეკავებას ცდილობენ, იყენებენ რა მათ შორის ქმედებებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს ცდება. „ახლა კი ხედავენ, რომ ეს არ მუშაობს, ეფექტი ნულოვანია და ეს იწვევს დიდ შინაგან გაღიზიანებას, სურვილს, ნებისმიერი საშუალებით საკუთარ მიზანს მიაღწიონ. მათდა სამწუხაროდ, ვინც ამას აკეთებს, ჩვენ საბაბს არ ვაძლევთ, თუმცა ცდილობენ ეს საბაბი გამონახონ ცარიელ ადგილზე“, – აცხადებს პრეზიდენტი.