უცხოეთი
82%–მა ხმა მისცა პუტინს, თუმცა მას ჯერ არ გადაუწყვეტია...

   საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე კანდიდატებზე საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა. „რაც შეეხება კანდიდატებს, ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი“, – განუცხადა პუტინმა ინტერვიუში ფრანგულ გამოცემა Le Figaro–ს 29 მაისს პარიზში სტუმრობისას.

პუტინმა აღნიშნა, რომ „ჩვენში ყველა ბოლო საარჩევნო კამპანია რუსეთის კონსტიტუციასთან მკაცრ შესაბამისობაში ხორციელდება და მე ყველაფერს ვიღონებ, რომ 2018 წლის საარჩევნო კამპანია ასევე კონსტიტუციასთან მკაცრ შესაბამისობაში ჩატარდეს“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ლევადა–ცენტრმა 2017 წლის 19–22 მაისს ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 82% ხმას მისცემდა რფ–ის მოქმედ პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინს.