აქტუალური
"ქართული ოცნების" ფრაქციის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს

   საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განცხადებით, საუბარი, ძირითადად, შეეხო მიწის გასხვისების რეგულაციასა და საარჩევნო სისტემაზე ინიცირებულ ცვლილებებს.

უმრავლესობა უკვე შეთანხმებულია, რომ მიწის გასხვისების აკრძალვის რეგულაციები აისახება როგორც ორგანულ კანონში, ისე კონსტიტუციაში.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მმართველ პარტიაში სულ უფრო მეტი დეპუტატი ეწინააღმდეგება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, თუმცა აცხადებენ, რომ პოზიციებს კენჭისყრამდე შეაჯერებენ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწევთ უმრავლესობის შიგნით, ვენეციის კომისიის დასკვნით და საყოველთაო სახალხო განხილვის შეჯამებით და საბოლოო ჯამში ეს რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი

მიგვაჩნია, რომ უკეთესია პროპორციული სისტემა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უმრავლესობის წევრებზე, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ხმათა უმრავლესობით ეს საკითხი“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.