უცხოეთი
საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და პარიზის ფუნდამენტური ინტერესები მიმდინარე პოლიტკურ კონიუნქტურაზე უფრო მნიშვნელოვანია.
„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთისა და საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესები მიმდინარე პოლიტიკურ კონიუნქტურაზე გაცილებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში არცერთ ფრანგულ კომპანიას არ დაუტოვებია რუსული ბაზარი, მათი რიცხვი კი თითქმის 500–ია. რფ–ის ეკონომიკაში კი პირდაპირი ფრანგული ინვესტიციები 2016 წელს 2.5 მლრდ დოლარით გაიზარდა.