უცხოეთი
საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. დრო, როდესაც სხვა ქვეყნების მხარდაჭერის იმედი გვქონდა, დასრულდა - განცხადება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა მიუნხენში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
ანგელა მერკელის თქმით, ის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების მომხრეა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ევროპის ქვეყნებმა საკუთარი მომავლისთვის თავად უნდა იბრძოლონ.
გერმანიის კანცლერმა დიდი შვიდეულის სამიტი შეაფასა და მოლაპარაკებებს საკმაოდ რთული უწოდა.