სამართალი
საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მ.ა. ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოტანილი 21 აბი სუბოქსინი ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.