პოლიტიკა
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ ალიანსს არ სურს, რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, არამედ შემოაბრუნოს ეს ქვეყანა მშვიდობისკენ

   საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ როუზ გოტემიულერმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩვენი ვალია, რომ უსაფრთხოების დაფუძნებისთვის გამუდმებით ვიბრძოლოთ. ეს ტრანსატლანტიკური კავშირის ამოცანაა. მინდა, პაოლო ალის ნათქვამი გავიმეორო და გავაგრძელო, რომ მთელს ამ მოვლენებში საქართველოს როლი ძალიან და უაღრესად მნიშვნელოვანია. არასტაბილურობა სამხრეთ ნაწილში ჩვენი პლანეტისა, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს. ჩვენ რუსეთთან მოპყრობის გარკვეულ მეთოდებსა და მიდგომებს ვეძებთ, რათა რეალურად შინაარსის მქონე დიალოგი გავმართოთ ამ ქვეყანასთან და შესაბამისი შეხვედრები გვაქვს.

რა თქმა უნდა, ალიანსს არ სურს, რომ რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, არამედ შემოაბრუნოს ეს ქვეყანა მშვიდობისკენ, რათა ჩვენს თაობებს აღარ დავუტოვოთ ესოდენ რთული პოლიტიკური სიტუაცია“, - განაცხადა გოტემიულერმა.