პოლიტიკა
ნატოს გაფართოების პოლიტიკა საქართველოსაც შეეხება - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე

   საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ასე აფასებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიულერი ნატო-საქართველოს შემდგომ ურთიერთობას.

ბევრი რეფორმა გატარდა ყველა მიმართულებით, მაგრამ თავდაცვის სფეროში კიდევ ბევრი რეფორმის კონსოლიდირებაა საჭირო. ამიტომ ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ... გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ჩვეულებრივი პროცედურაა ნატოს წევრებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მომავალი ნაბიჯების ნაწილი იქნება საქართველოსთვის, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

როუზ გოტემიულერი საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იენს სტოლტენბერგის ნაცვლად ჩამოვიდა, ნატოს გენერალური მდივანი კი ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტს დაესწრო.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავისუფალი მედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კანონის უზენაესობის დაცვისას.  

„ნატო მხარს უჭერს კანონის უზენაესობას, რადგან ეს არის ძლიერი ასპექტი. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, პატივს ვცემთ კანონის უზენაესობასაც და საერთაშორისო სამართალსაც. პროგრესისა და განვითარებისთვის ქვეყნებს სჭირდებათ, გააცნობიერონ, რომ აუცილებელია კანონის უზენაესობის სათანადოდ დაცვა და სხვა ნორმების შესრულებაც. რა თქმა უნდა, თავისუფალი მედია ამ პრინციპების განუყოფელი ასპექტია“, - აცხადებს როუზ გოტემიულერი.