საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერი ამ ეტაპისთვის ქართულ პორტებში ნატოს ძალების განთავსებას გამორიცხავს. “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში როუზ გოტემიულერმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის აუზში ნატოს ყოფნისთვის საქართველოსთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„ამ ეტაპზე ჩვენ არ ვგეგმავთ ნატოს ძალების განთავსებას ქართულ პორტებში. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ საქართველოსთან ურთიერთობას შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში იმ კუთხით, რომ საქართველო უფრო ინფორმირებულია და აწვდის ცნობებს ნატოს ამ რეგიონის შესახებ. ჩვენ მიმართული გვაქვს მთელი ყურადღება შავი ზღვის აუზში ნატოს ყოფნის გაძლიერებისკენ“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.
როუზ გოტემიულერი საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ესტუმრა.