საზოგადოება
პატრიარქი ისევ დეზინფორმირებულია - მეუფე პეტრე

   საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას სკანდალურ განცხადებას, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის მოკვდინება სურს.

იმ გარემოცვამ, რომელთაც პატრიარქს უთხრეს ოპერაციის წინ, 84 წლის კაცს ამ მძიმე ოპერაციის წინ, რომ თითქოს მღვდელი მოდიოდა შენს მოსაწამლადო, შენი დაცვის უფროსი, შენი სიძე ასევე იყო ამ საქმეში ჩართულიო, ეს ადამიანები და დაჯგუფება, რომელთა უკანაც და მეთაურიც ეს არსებული ქალბატონია, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამ სცენარის გაგრძელებაა, სანამ პატრიარქი ამ ადამიანების გარემოცვაშია, მანამ ჩვენ არ ვართ დაცული მსგავსი ინტრიგებისა, პროვოკაციებისა და მსგავსი ცილისწამებისგან, რაც ემსახურება ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაციას“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

„კიდევ ერთხელ ვრწმუნდები საეკლესიო სამართლის, საეკლესიო სასამართლოს და დიდი საეკლესიო კრების მომზადების გარდაუვალობასა და აუცილებლობაში. საქართველოში არსებული სახელმწიფოებრივად, ეროვნულად მოაზროვნე ძალები და ადამიანები დადგებიან ფეხზე, რომ ჩვენი წილი დიდგორი აუცილებლად მოვიგოთ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.