საზოგადოება
გაქვთ პროგრესი რეფორმების კუთხით, თუმცა ნატოში გაწევრიანება სწრაფად არ ხდება და ამას დრო სჭირდება - პაოლო ალი

   საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალი უკრაინის რადას თავმჯდომარე ანდრ პარუბისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პაოლო ალიმ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ქმედებებზეც გაამახვილა ყურადღება.

ვიმყოფებოდი საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე გავეცანი იქ არსებულ ვითარებას. ადგილზე ვნახე დონბასში არსებული ვითარება და იქ მიღებული შთაბეჭდილებები არ დამავიწყდება. მთავარი გზავნილი ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის მიმართ არის, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას. გაქვთ პროგრესი რეფორმების კუთხით, თუმცა ნატოში გაწევრიანება სწრაფად არ ხდება და ამას დრო სჭირდება“, - განაცხადა პაოლო ალიმ.

„რუსეთის ფედერაცია ცდილობს, უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს ხელი შეუშალოს. არცერთ ქვეყანას იმის უფლება არ აქვს, რომ რომელიმე სუვერენული ქვეყნის არჩევანს ვეტო დაადოს. ალიანსის გადაწყვეტილება არსებობს, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ნატოს წევრი ქვეყნები, ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ და ამ დიდ ოჯახში დასაბრუნებლად ვიბრძვით. გპირდებით, სტანდარტებს არ გადავუხვევთ და ვეტოს ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციას არ დავადებინებთ“, - აცხადებს უკრაინის რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი.