საზოგადოება
მეუფე პეტრეს სურვილია კათოლიკოს-პატრიარქის მოკვდინება - საპატრიარქოს იურისტი

   საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას პატრიარქის მოკვდინების სურვილი აქვს.

ეს არის ციანიდის საქმესთან დაკავშირებული ჯგუფი, რომელიც სულიერ, იდეურ და სხვა სახის მხარდაჭერას უცხადებდნენ, ორგანიზებულად მოქმედებდნენ, მათი მთავარი მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის გაუქმება, კათოლიკოს-პატრიარქის ნებისმიერი ფორმით და ხერხით საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოგდება, მათ შორის ლიკვიდაცია. მეუფე პეტრეს სურვილია კათოლიკოს-პატრიარქის მოკვდინება. გამოვიდეს და საზოგადოებას სიმართლე უთხრას. თუ ის არ იტყვის სიმართლეს, მე ვიტყვი. ის მეგობრობდა, როგორც მამა გიორგი მამალაძესთან, სოსო ოხანაშვილთან, მათ უწევდა სულიერ თანადგომას, მათი მთავარი მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ყველაფერი იცის, იმ მოკვდინების შესახებაც იცის, რაც მე ვთქვი“, - განაცხადა ქარჩავამ.