უცხოეთი
ტელეშოუს – „შენ ხარ სუპერ!“ გამარჯვებული 12 წლის ლერა ადლეიბა გახდა აფხაზეთიდან

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. კრემლის სასახლეში გაიმართა კონკურსის „შენ ხარ სუპერ!“ ფინალი. ნორჩი ტალანტები რუსეთიდან, აფხაზეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყახაზეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და ესტონეთიდან რუსეთის მთავარ სცენაზე ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავებთან ერთად გამოვიდნენ. პროექტის გამარჯვებული, ტელეპროექტის 11 წევრი ქვეყნის ჟიურის კენჭისყრის შედეგებით, აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეს მკვიდრი, 12 წლის ვალერია ადლეიბა გახდა.

ტელეარხ НТВ–სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკის პროექტი საშუალებას აძლევს ბავშვებს რუსეთიდან, აფხაზეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ესტონეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, საკუთარი თავი წარმოაჩინონ.